2 აპრილს, შუალედური არჩევნებზე ხმის დათვლის ვიდეოგადაღება განხორციელდება.
ცესკოს ინფომრაციით, საკითხთან დაკავშირებით ტრენინგები დაიწყო.
შეხვედრას ბათუმის, რუსთავის და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ვიდეოფიქსაციასთან დაკავშირებით იმ პირებს ჩაუტარებენ სწავლებას, რომლებიც 2 აპრილის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებას უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიებში განახორციელებენ.