ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს კლუბთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ 300-ში მხოლოდ ერთი ქართული კლუბია - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი "დინამო ბათუმი".
"დინამოს" 90 მთელი 5 მეასედი ქულა აქვს და 199-ე პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ ბათუმელებს ორი მოგება, ერთი მარცხი და ერთი ფრე აქვთ და 7 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
მორიგ შეხვედრას გია გეგუჩაძის გუნდი 18 მარტს თბილისში ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს.