უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა

15 მარტი 2022, 15:53 739 ნახვა

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი განახლდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დელეგაციის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მხარე მოლაპარაკებების შესახებ სხვა კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

გუშინ მოლაპარაკებების დროს ტექნიკური შესვენება გამოცხადდა გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, დღევანდელ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტის, პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე იმსჯელონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი