როცა რეგიონში ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ქვეყანაში - პრემიერი

15 მარტი 2022, 13:30 1200 ნახვა

„მაშინ როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მე მიმაჩნდა, მთავრობის თითოეულ წევრს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში - ეს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი და მოტივაცია იმისა, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია ყველა მსგავსი საკითხი მთავრობასთან შეათანხმოს.

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს, განახორიცლებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა, ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს მთავრობასთან. აქ ყველაფერი ნათელია და კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი