მეუფე სპირიდონი: „ რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი“ 

14 მარტი 2022, 12:43 1025 ნახვა

რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნაწინასწარმეტყველებია, რომ უკრაინაში ომი იქნებოდა, შემდეგ კი ერთი დიდი, „წმინდა რუსეთი იქნება, რომელსაც სამწმინდას ეძახიან, ეს არის რუსეთი, უკრაინა და ბელარუსი“. ქადაგების დროს მეუფე სპირიდონმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უკრაინის კონფლიქტში რომ არ ჩაერია და არ შეუერთდა სანქციებს. მისი შეფასებით, „ეს უკვე მხარედ წარმოჩენა იყო“.

„რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ ამ საკითხში არ უნდა ჩავერიოთ, არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. რატომ? იმიტომ, რომ ახლა ძმები ერთმანეთს ეჩხუბებიან“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი