ევროკავშირი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა საომარი მოქმედებები სხვა ქვეყნებში გააფართოოს, კონკრეტულად კი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
ბორელი ამბობს, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას. ინტერვიუში ბორელი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.