აშშ რუსეთში დოლარის კუპიურების გაყიდვას კრძალავს

11 მარტი 2022, 21:49 1369 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც რუსეთისთვის დოლარის კუპიურების გაყიდვა აკრძალა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, პირდაპირ ან ირიბად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იკრძალება რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება. 

"ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ისევე, როგორც შეერთებული შტატების ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან აშშ დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ადგილმდებარეობის მიუხედავად“ , - აღნიშნულია განკარგულებაში.

აშშ-ში ასევე იკრძალება რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანტისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტი ქვეყანაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი