რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, შემოჭრა უკვე შეწყდებოდა - ზელენსკი

11 მარტი 2022, 15:48 738 ნახვა

,,რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ ყოფილიყო, რუსეთის შემოჭრა უკვე შეწყდებოდა. რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს კვლავ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციები ჯერ კიდევ რჩებიან რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაა საჭირო“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამბობს, რომ რუსული აგრესიის პირობებში, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან დახმარებას იღებს, თუმცა ეს ჯერ არასაკმარისია ისევე, როგორც არასაკმარისია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, როდესაც შემოჭრა არ იყო, ყველა ხედავდა, რომ ინტერვენცია შესაძლებელია. რუსული ჯარები ჩვენი საზღვრის გასწვრივ იდგნენ. მე ვამბობდი: „რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციები გამოიყენეთ, რომ თავდასხმაზე არც გაიფიქრონ“. ეს არ გააკეთეს. ვამბობდი: „ისეთი მხარდაჭერა აღმოუჩინეთ უკრაინას, რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია“. ესეც არ გააკეთეს. ახლა კი სასტიკი შემოჭრა გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში