საწვავი კიდევ გაძვირდა

11 მარტი 2022, 11:16 1518 ნახვა

საწვავი ისევ გაძვირდა. უმაღლესი ხარისხის ბენზინი დღეს   3 ლარსა და 70 თეთრს აღწევს, რეგულარი კი 3 ლარი და 50 თეთრია.

მძღოლები ამბობენ, რომ საწვავის ღირებულება ყოველ საათში იზრდება, რასაც აპროტესტებენ. 

საწვავზე ფასების ზრდის პარალელურად ლარმა გამყარება დაიწყო და სავაჭრო ბირჟაზე დოლარმა 3  ლარსა და 30 თეთრამდე დაიწია.

ექსპერტები ბოლო დროინდელ ზრდის ტენდენციებს ომს უკავშირებენ და საიმედო პროგნოზებს ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი