მეღვინეობის სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს შეხვედრაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, გადაწყდა რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების კონკრეტული წინადადებები.