მესტიისა და ხულოს შემდეგ ალტ - ინფოს ოფისი შუახევშიც დაახურინეს. შუახევში "კონსერვატიულ მოძრაობას" ოფისი ფართის მეპატრონემ დაატოვებინა. დავით დავითაძე ამბობს, რომ სამი დღის წინ " ალტ ინფოს" ოფისი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გადასცა, თუმცა როგორც კი გაიგო რომ პარტია პრორუსული იყო, ოფისის დატოვება მოსთხოვა. პარტიამ ბანერები უკვე ჩამოხსნა და ოფისი დატოვა.