ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს და კიდევ რამდენიმე პირს სანქციები დაუწესა

10 მარტი 2022, 13:44 972 ნახვა

დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი მოხვდა- ამის შესახებ ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებით, აქტივები 7 რუს ბიზნესმენს გაეყინა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელ რომან აბრამოვიჩს.

სანქციების თანახმად, აბრამოვიჩის აქტივები, მათ შორის "ჩელსი", გაიყინება, ბრიტანეთის ფიზიკურ პირებსა და კომპანიებთან ტრანზაქციები აეკრძალება, შეეზღუდება მოგზაურობის შესაძლებლობა.

ბიზნესმენთა შორის, რომლებსაც სანქციები შეეხოთ, ასევე არიან იგორ სეჩინი, ოლეგ დერიპასკა და დიმიტრი ლებედევი.

დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი