პარტია „საქართველოსთვის“ საგანგებო სახელმწიფო დაწესებულების ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებისა და სამოქალაქო სექტორის მუშაობის კოორდინაციას უზრუნველყოფს. პარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, „გვერდზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას რადიკალიზაციისკენ მიაქანებს და გაერთიანდნენ საზოგადოებასთან ერთად უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ“.