რუსეთის 21 ქალაქში ომის წინააღმდეგ აქციებზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

06 მარტი 2022, 19:10 1000 ნახვა

რუსეთის 21 ქალაქში ომის წინააღმდეგ აქციებზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

აცხადებენ, რომ მხოლოდ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

როგორც ცნობილია, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დემონსტრანტებს აქციების გამართისკენ რუსეთის ქალაქების მთავარ მოედნებზე, 15:00 საათზე მოუწოდა.

ადამინის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელი მედია წერს,  რომ რუსეთში სულ მცირე 8 000 მომიტინგე დააკავეს მას  შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი