აჭარა უკრაინელი ვიზიტორების განთავსებას და სერვისებით უზრუნველყოფას აგრძელებს

05 მარტი 2022, 14:13 1149 ნახვა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კოორდინირებით, უკრაინელი ვიზიტორების  განთავსებისა და სერვისებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათი ინფორმციით, უკრაინელი ვიზიტორების დახმარების მიზნით, მობილიზებულია როგორც სახელმწიფო, ისე ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორი. აცხადებენ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აამოქმედა ცხელი ხაზი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია და დახმარება.

აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ბათუმის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინელ ვიზიტორებს შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებსა და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. უკვე გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი