სამთო გამყოლთა ასოციაცია რუს გამყოლებს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდნენ

05 მარტი 2022, 13:50 1257 ნახვა

სამთო გამყოლთა ასოციაცია რუს გამყოლებს მოუწოდებს, საქართველოში არ ჩამოვიდნენ.

ორგანიზაციის წევრები საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ  მოემსახურონ საქართველოში ჩამოსულ რუს ტურისტებს და მოუწოდებენ კოლეგებს, უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე, სანამ უკრაინაში ომია, თავიანთ ქვეყანაში გააპროტესტონ და დაგმონ აგრესორი მმართველის ქმედებები.

სამთო გამყოლთა ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე  საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს ორგანიზაციის წევრობის სტატუსი შეუჩერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი