ძლიერმა ქარმა განთიადში სახლს სახურავი გადახადა

04 მარტი 2022, 18:33 1255 ნახვა

ბათუმში ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი ოჯახი დააზარალა. განთიადის დასახლებაში ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს  ქარმა სახურავი გადახადა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ინვენტარი. სამწევრიანი ოჯახი თავს მეზობელს  აფარებს. ბოლქვაძეები ზარალის ანაზღაურებას და დაზიანებული სახურავის გამოცვლას ითხოვენ. ამბობენ რომ მათ მერიისგან დაზიანებული ტენტი მიიღეს, რასაც უარყოფენ მერიაში. თვითმმართველობაში   აცხადებენ,  რომ ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული ოჯახების საკითხს სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა ბოლქვაძეებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი