ძლიერმა ქარმა კახაბრის დასახლებაში ხეები მოგლიჯა და დააზიანა ორი ავტომობილი, ასევე ნუცუბიძის ქუჩის მეორე ჩიხში დააზიანა გაზის მილიც და ჩაკეტა საავტომობილო გზა.
დასახლებაში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ სახლებთან ახლოს ხეების მოჭრის თხოვნით მერიას გასულ თვეებში მიმართეს.
მერის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ქარსაცავი ზოლია.
რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს , მერის წარმომადგენელი ავთანდილ თურმანიძე აცხადებს, რომ ავტომობილები დაზღვეული არ იყო და კომპენსირება არ მოხდება, მისივე ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე აღდგა.