აშშ-ის რეზოლუცია 

03 მარტი 2022, 10:19 554 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 426 ხმით, სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ.

სამმა რესპუბლიკელმა წევრმა, კენტუკიდან, არიზონიდან და  მონტანადან ხმა წინააღმდეგ მისცეს. რეზოლუცია „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების სრულ გასვლას მოითხოვს“ და „მხარს უჭერს, ცალსახად უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”. 

17-პუნქტიანი რეზოლუცია ასევე შეიცავს გაფრთხილებას პრეზიდენტ პუტინის მიმართ, რომ აშშ „არასდროს აღიარებს ან მხარს დაუჭერს რუსეთის მიერ კონტროლირებულ უკანონო ლიდერს, ან ძალისმიერი გზით მოყვანილ ხელისუფლებას“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი