სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

02 მარტი 2022, 10:38 739 ნახვა

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველდღიურად  ახალი კომპანიები უერთდებიან.  გადახდის სისტემამ ''ამერიკან ექსპრესმა'' უარი თქვა რუსულ ბანკებთან თანამშრომლობაზე. ამის შესახებ სისტემის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ სკვერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ  გადახდის სისტემა   უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით მილიონ დოლარს  გამოუყოფს.

კომპანია ბოინგმა რუსული ავიახაზების მომსახურების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. კომპანია  რუსულ ავიაკომპანიებს აღარ მიაწვდის სათადარიგო ნაწილებს. მანამდე რუსულმა გადამზიდავებმა თვითმფრინავების ძრავების   და თვითმფრინავების სხვა  სათადარიგო ნაწილების  მოწოდების შეწყვეტის შესახებ მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლებისგან  მიიღეს შეტყობინებები. 

კომპანია Apple-მა განაცხადა, რომ აღარ ყიდის თავის პროდუქციას ოფიციალურ რუსულ ონლაინ მაღაზიებში.  

ასევე, სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ამერიკულმა ბრენდმა Nike-მა გაყიდვები შეწყვიტა რუსეთში. ამის შესახებ ბრენდმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი