ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა

02 მარტი 2022, 11:14 1094 ნახვა

ხარკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკოვის მერი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის სადესანტო ძალები დაეშვნენ ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და თავს დაესხნენ ქალაქის სამხედრო საავადმყოფოს.

რუსეთის დესანტი ხარკოვის დაკავებას დილიდან ცდილობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს.

გუშინ დილით კი ოკუპანტებმა ხარკოვში რაკეტები ისროლეს. დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. რაკეტები და ჭურვები საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი