ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და დაპირისპირება იყო.
უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციის და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია რამდენიმე პირი.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან: ირაკლი კუპრაძე, ბონდო თედორაძე, ლევან გორგილაძე და ბაჩუკი ჩხეიძე.
აჭარის მთავრობის სახლთან ამ დრომდე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.