ხარკოვში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს, რვა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ექვსი ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
"ადგილობრივი დროით, 16:00 საათისთვის ხუთსართულიანი საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. 38 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა“, - წერია ინფორმაციაში.
შემთხვევის ადგილას მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.