ხარკოვის ცენტრში დაბომბვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, განცხადებით რუსული ძალების მიერ, ხარკოვის ცენტრში სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა.
მაშველები და მოხალისეები დაშავებულებს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
„ნამსხვრევების გასაწმენდად, სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანად განადგურდა კიბეები და დერეფნები შენობის ყველა სართულზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნები.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი რამდენიმე საათის წინ დაბომბეს.
სათვალთვალო კამერით გადაღებულ კარდებში ჩანს, რომ ჭურვი ადმინისტრაციულ შენობას დაეცა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების დროს გზაჯვარედინზე ბევრი ადამიანი და მანქანა იმყოფებოდა.