თუ საჭიროება იქნება, საკმარისი სისხლის მარაგია და უკრაინაში გაგზავნას უზრუნველვყოფთ - ზურაბ აზარაშვილი

28 თებერვალი 2022, 15:29 1056 ნახვა

ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ საჭიროება იქნება, ქვეყანაში საკმარისი სისხლის მარაგია და გაგზავნას უზრუნველვყოფთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინაში სისხლის გაგზავნის საჭიროება არ დგას.

"ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში, საკმარისი სისხლის მარაგია და ამის გაგზავნასაც უზრუნველვყოფთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა უკრაინაში საქართველოდან ექიმების გაგზავნა, მინისტრი განმარტავს, რომ თუ უკრაინა სურვილს გამოთქვამს, მედიკოსების გაგზავნის საკითხს განიხილავენ.

„თუ რაიმე საჭიროებაა ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული. თუ ამის სურვილს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა, ამ საკითხსაც განვიხილავთ და შევძლებთ“,- აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, რეკორდულად მოკლე დროში მოგროვდა 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, ძირითადად სამედიცინო საშუალებები, რაც გაიგზავნა უკრაინაში.

"პრემიერის გადაწყვეტილებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ერთი მილიონი ლარი ჰუმანიტარული ტვირთის შესაგროვებლად და ასევე, ინიციატივა გამოთქვეს და  ჩაერთნენ კერძო კომპანიები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები"- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის იმისთვის, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი