„იქ არ არის სამხედრო ობიექტები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები“ - უკრაინის ელჩი რუსეთის სამიზნეებზე

26 თებერვალი 2022, 16:50 1360 ნახვა

რუსეთის ჯარმა დარტყმები განახორციელა საცხოვრებელი სახლების მიმართულებით.

„იქ არ არის სამხედრო ობიექტები, ან სამთავრობო დაწესებულებები, იქ არის მხოლოდ ბაღები, სკოლები და სახლები“ - ამის შესახებ  საქართველოში უკრაინის ელჩმა განაცხადა. მან დამსწრეებს კიევში თავდასხმების შედეგად დამწვარი საცხოვრებელი სახლების ფოტოები აჩვენა და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. მისივე განცხადებით  სიტუაცია მოითხოვს დახმარებას არამხოლოდ უკრაინის შეიარაღებისადმი, არამედ დახმარებას მთელი ქვეყნისთვის.თავდაცვის საკითხებში.

უკრაინის ატაშე კი აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სექტორთან, ასევე უკრაინელ ხალხთან ერთად მკაცრად და მდგრადად იცავს უკრაინის საზღვრებს. მისივე თქმით, მათ არ დაუკარგავთ არცერთი აეროპორტი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ურაყოფს ინფორმაციას  უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვის შესახებ. აღნიშნული   ინფორმაცია CNN-მა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი