ბათუმში უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენლები ბულვარში ლესია უკრაინკას ბიუსტთან შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და წუთიერი დუმილით დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.
უკრაინის სათვისტომო გმობს აგრესიას და ოკუპანტ ქვეყანას მოუწოდებენ გაიყვანონ ჯარები მშვიდობიანი ქვეყნიდან.
25 თებერვალი უკრაინელი პოეტის და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეა.