შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

24 თებერვალი 2022, 10:46 958 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

შარლ მიშელი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, დღეს ევროპული საბჭოსა და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო ქმედებებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ძალის ასეთი გამოყენების ადგილი 21-ე საუკუნეში ადგილი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის საგანგებო სამიტი მოიწვია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი