ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრების ერთობლივი განცხადება

24 თებერვალი 2022, 10:17 871 ნახვა

ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას.

''რუსეთის აგრესია უნდა დავგმოთ ყველაზე მკაცრად, რაც შესაძლებელია, შემოვიღოთ ყველაზე მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ, გამოვრთოთ რუსეთი SWIFT-დან, მოვახდინოთ პოლიტიკურად მისი იზოლირება და მტკიცედ დავუჭიროთ მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტეროტორიული მთლიანობას. სასწრაფოდ უნდა მოვამარაგოთ უკრაინელი ხალხი იარაღით, საბრძოლო მასალით და ყველა შესაძლო სამხედრო დახმარებით. ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერით, ჰუმანიტარული დახმარებით. ყველაფერს ვიზამთ, რომ აგრესორმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადოს'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი