მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, ნატო-ს მოკავშირეები შეხვედრას გამართავენ - იენს სტოლტენბერგი

24 თებერვალი 2022, 09:34 741 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი განცხადებას ავრცელებს და რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიას ეხმაურება.

იენს სტოლტერბერგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას  გმობს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

ნატო-ს მოკავშირეები რუსეთის განახლებულ აგრესიასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერში“.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით,  უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში