უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - განაცხადა ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმები ისმის. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება სამხედრო ობიექტებზე.