ორ კვირაში თურქული მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა - პრემიერი

23 თებერვალი 2022, 23:02 983 ნახვა

ორ კვირაში შემოვა უმაღლესი ხარისხის თურქული მედიკამენტების პირველი პარტია, შემოვიღებთ ელექტრონულ რეცეპტებს, მაფიოზური სქემები უნდა დამთავრდეს, მე ამას დავასრულებ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას მედიკამენტებზე გადასახადები უნდა გაუნახევრდეს და შეუმცირდეს.

"მოსახლეობას უნდა გავუნახევროთ და შევუმციროთ გადასახადები მედიკამენტებზე. ჩემი ინფორმაციით, სულ 1-2 კვირაში შემოვა პირველი პარტია თურქული მედიკამენტების და მინდა დავაზუსტო, რომ ეს იქნება უმაღლესი GMP სტანდარტის მედიკამენტები.

ასევე, შემოვა ე.წ. გენერიკები, რომელიც ასევე კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო. უფრო ფართო არჩევანი ექნება ჩვენს მოსახლეობას და უფრო ნაკლებს გადაიხდიან მედიკამენტებში. ჩვენ ყველა იმ ცვლილებას განვახორციელებთ, რომლეიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი