დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული რეისები იზმირი-თბილისი-იზმირის საჰაერო ხაზზე შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეისები იზმირსა და თბილისს შორის 4 მაისიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 2022 წლის 22 თებერვალს მიენიჭა.