ე.წ. ქოლცენტრების არაკანონიერი საქმიანობის სწრაფი გამოვლენა ქვეყანაში და ამ სფეროს რეგულირება - საკანონმდებლო ნორმებზე იმსჯელა ფინანსთა მინისტრმა უწყების სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან.
აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა დღეს გამოწვევაა, შესაბამისად, მოქალაქეთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ყველას საერთო დღის წესრიგია.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შემუშავებული საკანონმდებლო ნორმები დაეყრდნობა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.