მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს

08 თებერვალი 2025, 12:30 85 ნახვა

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. პატიმარი მედიამენეჯერი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ უნდა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება. ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში