საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ''ომიკრონის ტალღის პიკი გადავლილია და დაღმასვლა დაიწყო.
თამარ გაბუნიას თქმით, ამაზე დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტყველებს.
''კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 8 000-ზე მეტი საწოლი, აქაც იკლებს პაციენტების რაოდენობა. 5 164 პაციენტი მკურნალობს დღევანდელი მდგომარეობით. 1200-ზე ოდნავ მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 289 - რეანიმაციულ განყოფილებაში. თავისუფალია საწოლების 36%-მდე.
იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც. შემდგომი სტაბილურობის მაჩვენებელი ნამდვილად გვაქვს'' - განაცხადა გაბუნიამ.