საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბები მუშაობას 4 მარტიდან განაახლებენ. კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.
კლუბები ბოლო რამდენიმე თვეა დაკეტილია. ობიექტების წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ.