საქართველოში შემოსვლის პირობები იცვლება

22 თებერვალი 2022, 12:35 7722 ნახვა

პირველი მარტიდან საქართველოს საზღვარზე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო 67 ქვეყნით, შემოსვლას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ექნება 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი -ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოვა ორი გზით თუ მას ექნება ჩატარებული ვაქცინაცია და უარყოფითი PCR ტესტი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არც ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული და არც PCR ტესტი, ქვეყანაში შემოსვლისას მათთვის იზოლაციის ვადა მცირდება 5 დღემდე, ხოლო იმ შემთვევაში თუ მას აქვს PCR ტესტი საზღვრის კვეთისას,  ეხსნება მესამე დღეს ტესტის ხელმეორედ გაკეთების ვალდებულება.

"1-ელი მარტიდან საქართველოს საზღვარზე 67 ქვეყნის მოქალაქეები პსრ ტესტის საშუალებითაც შეძლებენ შემოსვლას. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ვაქცინაცია და პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები და თუ არცერთი არ აქვთ, მათ აქამდე ჰქონდათ ვალდებულება 8- დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია 5- დღემდე მცირდება. ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის პსრ ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება.

შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც საჭირო იყო ზემოთჩამოთვლილი 67 ქვეყნიდან მოქალაქის შემოსვლიას. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქარველოდან და არის სტუდენტური აპლიკაცია" - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი