თეთრი სახლი კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის მზადებას -ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა. მანამდე რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და ჯო ბაიდენმა ფრანგი კოლეგის ემანუელ მაკრონის წინადადება მიიღეს, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს ევროპაში უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით სამიტის ჩატარებას სთავაზობს. სახელმწიფოთა ლიდერებმა თანხმობა უკვე განაცხადეს. უმაღლესი დონის შეხვედრა იმ პირობით გაიმართება, თუ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში-აცხადებენ თეთრ სახლში.