8 ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს, ჩინეთის ქალაქს ჟანჯიაუკში მდებარე ბოსტნეულის ბაზარში გაჩენილ ხანძარს. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მათი რაოდენობა 15-ს აჭარბებს. სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.