კერძო ამერიკულმა კომპანია „მაქსარმა“ 20 თებერვალს გადაღებული ახალი თანამგზავრული სურათები გამოაქვეყნა, რომლებიც რუსეთ- უკრაინის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთში განლაგებული რუსული ჯარის აქტიურობის გაძლიერებას მოწმობს.
სი-ენ-ენის ინფორმაციით, კომპანიის შეფასებით, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში თავს ადევნებს რუსეთის ჯარის გადაადგილებას უკრაინის საზღვართან ახლოს, მრავალრიცხოვანი ახალი ძალების დისლოკაცია შეინიშნება. ეს ტერიტორიები უკრაინის საზღვართან 35 კილომეტრში მდებარეობს.
სი-ენ-ენმა ცალკე დაადგინა რამდენიმე ვიდეომასალის გეოლოკაცია, რომლებიც სოციალურ ქსელებში შაბათ-კვირას გავრცელდა. მათზე ბელგოროდის რაიონში ტანკებისა და ჯავშანტექნიკის დიდი კოლონების მოძრაობაა ასახული.
მანამდე სი-ენ-ენმა დაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან დარტყმის მანძილზე ქვეყნის ძირითადი საბრძოლო ერთეულის 75%-ს მოუყარა თავი.