აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი საბჭოსთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან ჯამში 5 მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.
აქედან 3 მილიონ 246 ათას 866 ლარის ხელფასები გაიცა. უმაღლეს საბჭოში 21 არჩეული წევრი და 133 დასაქმებულია. საწვავში კი, 2021 წლის განმავლობაში უმაღლესმა საბჭომ 121 ათას 23 ლარი დახარჯა.
რაც შეეხება 2022 წელს,- საბჭოსთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონ 616 ათას 500 ლარია გამოყოფილი.