თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა.
კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლის ველზე, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები და სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა მოლაშქრეებს 1921 წლის ბრძოლის ისტორია გააცნეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ისტორია გაიხსენეს.