საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

20 თებერვალი 2022, 13:19 1060 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მესამე ტურის შეხვედრაში საქართველომ დაძაბულ შეხვედრაში სლოვაკეთის ნაკრები 18-16 დაამარცხა.

გასულ ორ ტურში საქართველომ ჯერ ბელორუსს  25-5 მოუგო, შემდეგ კი პოლონეთს 22-1 აჯობა.

ამ სამი გამარჯვების შემდეგ კი ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ქართველი წყალბურთელების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 2014 წელს შედგა, საუკეთესო შედეგი კი 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-10 პოზიცია დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 27-აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი