საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადელ კოლეგას შეხვდა

19 თებერვალი 2022, 16:30 1073 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.  ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. 

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს თავდაცვის რეფორმებს და აყალიბებს თანამედროვე, ნატო-სთან თავსებად თავდაცვის ძალებს. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს ურყევი სტრატეგიული არჩევანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი