ბათუმის ''დინამომ'' გულშემატკივრებს კლუბის ახალწვეულები წარუდგინა

18 თებერვალი 2022, 23:30 1228 ნახვა

ეროვნული ლიგის დაწყებამდე 1 კვირა დარჩა. მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის ''დინამომ'' კი გულშემატკივრებს კლუბის ახალწვეულები წარუდგინა.

დღეს ბათუმის ახალ სტადიონზე ფეხბურთელთა პრეზენტაციას ასეულობით ქომაგი დაესწრო. სატრანსფერო ფანჯირს პერიოდში ბათუმელებმა 10 ფეხბურთელი დაიმატეს.

''დინამოს'' ახალწვეულები არიან:

  • ლუკა ქაფიანიძე;
  • ჯანო ანანიძე;
  • ირაკლი ბიძინაშვილი;
  • გუგა ფალავანდიშვილი;
  • გიორგი რეხვიაშვილი;
  • მილან რადინი;
  • სტეფან დენკოვიჩი; 
  • ელგუჯა ლობჯანიძე;
  • გიორგი ბეგაშვილი;
  • აბრაჰამ ფრიმპონგი.

ბათუმის ''დინამოს'' 20 თებერვალს საქართველოს სუპერთასის ფინალი ელოდება. წლის პირველი ტიტულისთვის გეგუჩაძის გუნდი ქუთაისში ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი 25 თებერვალს აიღებს სტარტს. ''დინამო'' პირველ ტურში ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი