საქართველოს კლინიკებში 2000 ზე მეტი თავისუფალი ადგილია, თუმცა არის რიგი კლინიკა, სადაც მაღალი მიმართვიანობის გამო პაციენტების მიღება კვლავ უჭირთ. საერთო ჯამში ინფიცირებულთა კლების ტენდენცია ნარჩუნდება, რის ფონზეც სპეციალისტები ამბობენ, რომ ვითარება დასტაბილურებისკენ მიდის და თუ ეს ტემპი მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება, კოვიდ პანდემიის მეექვსე ტალღის პიკი დასასრულისკენ წავა. კორონას სხვა შტამებთან შედარებით „ომიკრონს“ უფრო ხანმოკლე პერიოდი ახასიათებს, ქვეყანაში კი ახლა შტამის ორი ქვე ტიპი, BA1 და BA2 ცირკულირებს. ამ ეტაპზე საქართველო ასი ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილს იკავებს.