აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

18 თებერვალი 2022, 11:07 865 ნახვა

აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის აგრესიას გმობს. სენატორების რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მისი საშუალებით აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო ოფიციალურად აფიქსირებს „ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსაფრთხო, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ“ და „გმობს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას“ უკრაინის საზღვარზე. ფაქტს გმობს ევროკავშირიც.

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მომხდარი ცეცხლის შეწყვეტისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი ესკალაციის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. უკრაინის საკითხი განიხილა ჯო ბაიდენმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის პრეზიდენტსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრს შორის. ხვალ კი მიუნხენში, უკრაინის პრეზიდენტს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში