84 მომხრე, 2 წინააღმდეგ - პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია.
მმართველმა გუნდმა ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.
გიორგი კალანდარიშვილი თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს, რადგან მისი არჩევა მეორე კენჭისყრის შედეგად მოხდა, რაც თანამდებობაზე მის გამწესებას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით ითვალისწინებს.