საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პრემიერ-მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირებას გამორიცხავს.
თამარ გაბუნიას თქმით, მსგავსი ინფორმაცია პროცესებს აზარალებს.
''პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით მუშაობს დღემდე, სრული კოორდინაციით ყოველგვარი დაპირისპირების, წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება კონსულტაციების რეჟიმში ექსპერტების მონაწილეობით. ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც ამ შემთხვევაში გუშინ გახმოვანდა, ან შეიძლება გაჟღერდეს, არის საფუძველს მოკლებული. ამდენად, ძალიან გთხოვთ მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია უბრალოდ აზარალებს მთლიანად ამ პროცესს. ისედაც რთულია ეპიდემიის მართვას და არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც გამართლებულია“, - აღნიშნა გაბუნიამ.